Thursday, November 19, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება და რედაქტირება, გავეცანით სასწავლო ვიდეოების გამოყენებას. მოვაწყეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
ინტელის ტრენინგის კურსის გავლა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მიღებული ცოდნა და შესაბამისად ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეების დაინტერესებისათვის. განსაკუთრებით მომეწონა პროექტებზე მუშაობა და მისი მომზადების ტექნიკის დაუფლება. მიმაჩნია, რომ მისი გამოყენება იქნება მნიშვნელოვანი,  რადგან ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ სიახლე.
და ბოლოს, უღრმესი მადლობა, ნინო, თქვენ გაწეული შრომისთვის, კეთილშობილებისა და არაჩვეულებრივი დამოკიდებულებისთვის ჩვენ მიმართ!!!   

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

დოკუმენტი

დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე

Monday, November 16, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ,რადგან შესრულებული სამუშაო დამეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში. .კვირების მიხედვით გავანაწილეთ პროექტის სამუშაო გეგმა. შევიმუშავეთ კითხვები და შევქმენით კითხვარი Google Form-ში.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, November 12, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად, ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, ვისწავლეთ მუშაობა ბლოგის სტრუქტურაზე, დავდეთ გამოკითხვა ბლოგზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო გაჯეტებზე მუშაობა.

ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Tuesday, November 10, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა, შევიმუშავეთ სლაიდების დიზაინი, სლაიდებს დავადეთ მუსიკა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. დღევანდელი მეცადინეობა იყო ძალიან საინტერესო, ყოველთვის მინდოდა    აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა მქონოდა. გულწრფელი მადლობა, ნინო თქვენ, ასე დეტალური ახსნისთვის. 

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

Monday, November 9, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობის  პირველ ნაწილში ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. მეორე ნაწილი დავუთმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის დაგეგმვასა და შექმნას, ავაწყეთ სლაიდ შოუ.

Thursday, November 5, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, თითოეული სტრატეგიიდან განვიხილეთ მეთოდები. შევქმენით შეფასების სქემები: ვენის დიაგრამა, დამხმარე სქემები გონებრივი იერიშისთვის.

Tuesday, November 3, 2015

მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ ,რომ დღევანდელი მუშაობა იყო ნაყოფიერი და საინტერესო. ჩემთვს საინტერესო არაერთ შეკითხვას გაეცა პასუხი. ვისურვებდი, რომ მივაღწიო ისეთ შედეგს, როდესაც დამოუკიდებლად გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას.

Thursday, October 29, 2015

მეორე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩემი მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ამასთან მნიშვნელოვანი,როგორც ინფორმაციის მრავალფეროვნებით,ასევე ჩემი უნარების განვითარებით. მომეწონა ბროშურის შექმნის პროცესი , მისი გაფორმების ტექნიკის შესწავლა. 

Tuesday, October 27, 2015

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის გამოყენება მუშაობის პროცესში, მოსწავლეებთან მუშაობა მუდმივად ითხოვს სიახლეების ძიებას.