Thursday, November 19, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება და რედაქტირება, გავეცანით სასწავლო ვიდეოების გამოყენებას. მოვაწყეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
ინტელის ტრენინგის კურსის გავლა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მიღებული ცოდნა და შესაბამისად ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეების დაინტერესებისათვის. განსაკუთრებით მომეწონა პროექტებზე მუშაობა და მისი მომზადების ტექნიკის დაუფლება. მიმაჩნია, რომ მისი გამოყენება იქნება მნიშვნელოვანი,  რადგან ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ სიახლე.
და ბოლოს, უღრმესი მადლობა, ნინო, თქვენ გაწეული შრომისთვის, კეთილშობილებისა და არაჩვეულებრივი დამოკიდებულებისთვის ჩვენ მიმართ!!!   

No comments:

Post a Comment